კომპანია "ფუდსერვისს" გააჩნია საკუთარი ავტოპარკი. სატვირთო მანქანები აღჭურვილია თანამედროვე მაცივარ-დანადგარებით. 50-მდე მანქანა-მაცივარში პროდუქციის გადატანა დანიშნულების ბოლო წერტილამდე ტემპერატურული რეჟიმის სრული დავით ხდება. კომპანიის ავტოპარკის განახლება სისტემატურ რეჟიმში მიმდინარეობს.

კომპანია "ფუდსერვისის" ავტოპარკიდან პროდუქციით დატვირთული ავტომანქანები ყოველდღიურად გადიან სხვადასხვა მიმართულებით: დასავლეთ და ღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ავტოპარკს თბილისში. სისტემატურ რეჟიმში ხორციელდება რეისები დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ობიექტების მიხედვით.