კომპანია ფუდსერვისი თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ფლობს, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ სასაწყობე მეურნეობებს.

 კომპანია ფუდსერვისმა  პირველმა დანერგა ამ რეგიონში დასაწყობებისა და დაფასოების დასავლური სტანდარტები. კომპანიის ცენტრალური საწყობი არის 7500 კვ. მ ფართის და განკუთვნილია მშრალი ტიპის პროდუქციის შესანახად. კომპანია ფუდსერვისს გააჩნია 800 კვ. მ ფართის სამაცივრე მეურნეობა. ყველა ჩვენს საწყობში დაცულია ტემპერატურული რეჟიმი +8°C +10°C მშრალი და -25°C გაყინული პროდუქტებისათვის. საწყობი მუშაობს ნახევრად ავტომატურ რეჟიმში და შენახული პროდუქციის გადატვირთვა თანამედროვე ავტო-მტვირთავების დახმარებით ხორციელდება.