კომპანია ფუდსერვისი დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ადგილობრივი კვების პროდუქტების შესყიდვა, დისტრიბუცია და ლოჯისტიკა.
აგრეთვე კვების პროდუქტების იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან. ეკოლოგიურად სუფთა, ლაბორატორიულად შემოწმებული და სერთიფიცირებული პროდუქციით, "ფუდსერვისი" ლოჯისტიკის და დისტრიბუციის სფეროში ქართული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად გვევლინება.
ფუდსერვისის პროდუქცია ხელმისაწვდომია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. კომპანიას გააჩნია საკმაოდ დიდი ავტოპარკი და გამართული სასაწყობო მეურნეობა თბილისსა და ქუთაისში. დისტრიბუცია ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში.